The tradition & historical record
3 min read · 2 sourcesვილნიუსის თეატრი „ლელე“ (ლიეტ. Vilniaus teatras „Lėlė“; ლიეტ. Lėlė — თოჯინა) — თოჯინების თეატრი ვილნიუსში, რომელიც 1958 წლიდან ფუნქციონირებს. ლიეტუვის სამი პროფესიული თოჯინების თეატრიდან ერთ-ერთია და მდებარეობს ვილნიუსის ძველი ქალაქის რაიონში, არკლიუს ქუჩაზე. 1
ისტორია
თეატრი დაარსდა 1958 წელს ბალის ლუკოსიუსის ინიციატივით, სახელწოდებით „ვილნიუსის თოჯინების თეატრი“. თავისი ახლანდელი სახელწოდება — ვილნიუსის თეატრი „ლელე“, მიიღო 1971 წელს. 1958 წლის 27 ოქტომბერს დაიდგა პირველი სპექტაკლი, რომელიც შენობის უქონლობის გამო სკოლაში აჩვენეს. ძირითადად იდგმებოდა სპექტაკლები ლიეტუველი მწერლების ნაწარმოებების და ადგილობრივი ხალხური ზღაპრების სიუჟეტებზე, რაც სპექტაკლებს ნაციონალურ კოლორიტს სძენდა. თეატრის მაღალი მხატვრული მომწიფების ახალი, მკვეთრი სტადია დაიწყო, როცა რეჟისორმა ვიტალიუს მაზირასმა, რომელიც დღეს თოჯინების თეატრის ცოცხალი ლეგენდაა, დადგა თავისი ყველაზე ცნობილი სპექტაკლები. როგორც მხატვარმა, მან პირველი სამუშაოები თეატრისთვის 1970-იანი წლებში შეასრულა. შემდეგ რეჟისურითაც დაკავდა. 1971-1979 და 1988-1993 წლებში კი თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი იყო. ხალხური შემოქმედების მისეული გამოსახვის ფორმები იმ დროინდელ საბჭოთა იდეოლოგიის დიქტატურას უცხადებდა ბრძოლას. 1970-იანი წლების დასაწყისიდან 1993 წლამდე მაზირასმა 30-მდე პიესა დადგა და გააფორმა დეკორაციებითა და მარიონეტებით. ასევე გააფორმა სხვა რეჟისორთა 20-მდე პიესა. მისი ნამუშევრები შეტანილია „ლელეს“ ოქროს ფონდში და ლიეტუვის ფარგლებს გარეთაც აქვს აღიარება მიღებული. 1979 წელს დასი შეივსო ლიტვის სსრ-ის თოჯინური ხელოვნების კონსერვატორიის (ახლანდელი ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემია) კურსდამთავრებულებით. მსახიობებს შორის იყო აურელია რაგაუსკაიტე, რომელიც შემდეგში (1971-1973) თეატრის რეჟისორი გახდა, ხოლო 1980-იან წლებში — მთავარი რეჟისორი. 1993-2000 წლებში თეატრს ხელმძღვანელობდა მსახიობთა საბჭო, 2000-2019 წლებში კი — მსახიობი იუოზას მარცინკიავიჩუსი. თეატრში მოვიდნენ მსახიობები, რომელთაგანაც ზოგიერთი ამასთანავე სპექტაკლების რეჟისორი და კომპოზიტორია. 2019 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ვილმანტას იუსკენასი. 1
თეატრი ხშირად დადის გასტროლებზე ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის ქვეყნებში. 1
რეპერტუარი
ამჟამად თეატრში მუშაობს 15 წამყვანი პროფესიონალი მსახიობი. თეატრის რეპერტუარში 24 სპექტაკლია. მათი ნაწილი ისეთი ცნობილი ნაწარმოებების დადგმებია, როგორიცაა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „წითელქუდა“, „თოვლის დედოფალი“, „ბურატინო“, „სამი გოჭი“ და სხვა. გარდა ამისა, რეპერტუარშია ლიეტუველი მწერლების ნაწარმოებებისა და ლიეტუვის ხალხური ზღაპრების მოტივებზე შექმნილი სპექტაკლები. სპექტაკლები ტარდება 2 დარბაზში (220 და 70 ადგილიანი). თანამედროვე ეტაპზე თეატრის რეპერტუარში შედის სპექტაკლები უფროსებისთვის. 1
ჯილდოები
თეატრს მიღებული აქვს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადის პრეზიდიუმის საპატიო სიგელი — თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მოზარდი თაობის ესთეტიკურ და მორალურ აღზრდაში, ხალხთა შორის მეგობრობის გამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თოჯინების თეატრების 1-ელ საერთაშორისო ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის. 1
რესურსები ინტერნეტში
ოფიციალური საიტი „ლელე“ facebook-ზე Кукольный театр "Леле" Театры Вильнюса — Lele - Театр Марионеток Театр "Леле" - 50-й сезон Naujasis „Lėlės“ teatro vadovas V. Juškėnas: „Matau „Lėlę“ besikeičiančią ir atvirą, o ne užsidariusią savo kieme“ 1
The text above is adapted from the Wikipedia article “ლელე (თოჯინების თეატრი)”, available under the Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 licence. 1
Vilnus puppet theatre «Lele» is Lithuanian puppet company, according to the structured record cited below. This entry was generated automatically from that record and has not yet been reviewed by a person familiar with the tradition. 2
The source record links this tradition to 7 external registers, which can be verified through the citation. 2